
UNIPRO
უნიპრო არის საკვები და დიეტური დანამატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ფლობს საკუთარ საწარმოო ხაზს, ლაბორატორიებსა და საწყობებს. კომპანია წარმოადგენს პოლონურ ჯგუფს, რომელსაც აქვს 30 წლიანი გამოცდილება და ენდობიან მსოფლიოს 76 ქვეყანაში.
უნიპრო არის ოჯახურ ფასეულობებზე დაფუძნებული, პარტნიორობაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მუშაობს სიჩქარის, ხარისხის, გუნდური მუშაობისა და მაღალი პასუხისმგებლობის პრინციპებით და გლობალური ბიზნესისადმი გახსნილი მიდგომით. კომპანია ემსახურება 250 ბრენდს.
მისი ყველაზე პოპულარული ხაზებია: საკვები დანამატები სპორტის მოყვარულებისა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის და ცხოველების მოვლის პროდუქტები. კომპანია ფლობს ISO, HACCP, GMP, HALAL სერთიფიკატებს.