logotype
  • Home
  • Products
  • ჩვენი პარტნიორები
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • ადგილობრივი პარტნიორები
  • Blogs
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
  • FAQ
logotype
logotype
  • Home
  • Products
  • ჩვენი პარტნიორები
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • ადგილობრივი პარტნიორები
  • Blogs
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
  • FAQ
  • Home
  • Products
  • ჩვენი პარტნიორები
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • ადგილობრივი პარტნიორები
  • Blogs
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
  • FAQ

ჩვენს შესახებ

Homeჩვენს შესახებ
250
+

მრავალწლიანი გამოცდილება
სამედიცინო სფეროში

მედიგრუპ ჯორჯია დაარსდა 2014 წელს და წარმოადგენს წამყვან ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს აღიარებული ევროპული მწარმოებლებისათვის საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ფარმაცევტული და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის იმპორტს, რომლებიც სერტიფიცირებულია და აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. მედიგრუპ ჯორჯია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის დანერგვაზე, რაც ხელს უწყობს როგორც ცნობადობის ამაღლებას, ისე მათი პრაქტიკაში ეფექტიან გამოყენებას.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებით. მედიგრუპ ჯორჯიას ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანია ფუნქციონირებს ორი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელშიც ჯამში ჩართულია 30 წარმომადგენელი.

მედიგრუპ ჯორჯია საქმიანობს შემდეგ სამედიცინო მიმართულებებში:

კარდიოლოგია

თერაპია

ნევროლოგია

ტრავმატოლოგია

უროლოგია

გინეკოლოგია

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ უმსხვილეს საბითუმო და საცალო ფარმაცევტულ კომპანიებთან, ასევე წამყვან სააფთიაქო ქსელებთან, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობას, ეფექტურ დისტრიბუციასა და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის მისია

კომპანიის საქმიანობა

მონაწილეობა ღონისძიებებში

ჩვენი მისიაა საქართველოში უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინოვაციური ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქციის ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის სრული დაცვით. ჩვენ ვისწრაფვით ხელი შევუწყოთ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის განვითარებას, ექიმების ცნობიერების ამაღლებას და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სანდო პარტნიორობისა და პასუხისმგებლიანი საქმიანობის გზით.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ხარისხისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია მხოლოდ ისეთი პროდუქციის წარმოდგენა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. პროფესიონალიზმი წარმოადგენს ჩვენი გუნდის მთავარ ღირებულებას და გამოხატულია პასუხისმგებლიან, ცოდნაზე დაფუძნებულ საქმიანობაში. ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობებს სანდოობასა და გამჭვირვალობაზე დაყრდნობით. მუდმივად ვნერგავთ ინოვაციებს და ხელს ვუწყობთ განვითარებას. პასუხისმგებლობით ვეკიდებით პაციენტების, ექიმებისა და საზოგადოების ინტერესებს.

კომპანია მედიგრუპ ჯორჯია აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ სამედიცინო ღონისძიებებსა და კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და თანამედროვე სამედიცინო ინფორმაციის გავრცელებას.

კომპანიამ მონაწილეობა მიიღო შემდეგ კონფერენციებში:

  1. გასტროენტეროლოგიის კონფერენცია, ქ. გორი — 2018 წელი
  2. ოსტეოპოროზის საერთაშორისო კონფერენცია, ქ. თბილისი — 2019 წელი

2023 წლის ოქტომბერში მედიგრუპ ჯორჯიამ მიიღო მონაწილეობა ბარსელონაში გამართულ ფარმაცევტულ სავაჭრო გამოფენაში.

logotype

მედიგრუპ ჯორჯია დაარსდა 2014 წელს და წარმოადგენს წამყვან ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს აღიარებული ევროპული მწარმოებლებისათვის საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში.

Facebook-fInstagram

Contact Us

მისამართი: თბილისი, ბათუმის ქუჩა N27/10

ელ.ფოსტა: medigroupgeorgia@gmail.com, officemedigroup@gmail.com

ტელეფონი: +995 593 02 11 88,
+995 32 2 34 15 69

Top