
MEDOCHEMIE
მედოხემი არის გლობალური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დაარსდა 1976 წელს კვიპროსში დოქტორ ანდრეას პიტასის მიერ. კომპანია ახორციელებს გენერიკული მედიკამენტების შემუშავებას, წარმოებასა და კომერციალიზაციას 10 თერაპიულ კატეგორიაში.
მედოხემი აწარმოებს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტს და ოპერირებს 15 საწარმოო ობიექტს — ცხრა კვიპროსში, ერთს ნიდერლანდებში და ხუთს ვიეტნამში. ყველა საწარმოო ობიექტი სერტიფიცირებულია ევროკავშირის GMP სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიას გააჩნია ფართო გლობალური წარმომადგენლობა. სათავო ოფისი მდებარეობს კვიპროსში. ასევე მედოხემი ფლობს 19 წარმომადგენლობას ევროპასა და სხვა რეგიონებში. კომპანიას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს 122-ზე მეტ ბაზარზე.
MEDOCHEMIE LTD
კონსტანტინუპოლეოსის ქ. 1–10,
3011 ლიმასოლი, კვიპროსი
ტელ.: +357 25 867600
ელ. ფოსტა: office@medochemie.com
ვებგვერდი: www.medochemie.com