
LEK-AM
-AM — პოლონური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 2000 წლიდან ოპერირებს. მისი პროდუქცია წარმოდგენილია ევროპის, აფრიკის, აზიისა და ამერიკის 26 ქვეყანაში.
LEK-AM-ის პორტფელი მოიცავს დაახლოებით 80 პროდუქტს, მათ შორის რეცეპტულ მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, საკვებ დანამატებს, სამედიცინო მოწყობილობებს და კოსმეტიკურ პროდუქციას.
LEK-AM-ის კვლევისა და განვითარების გუნდი კონცენტრირებულია ინოვაციურ გენერიკულ მედიკამენტებზე. კომპანიის ტექნოლოგიები შეესაბამება GMP სტანდარტებს, ხოლო კლინიკური კვლევებისთვის განკუთვნილი პროდუქტები იწარმოება GLP გაიდლაინების შესაბამისად. ასევე მიმდინარეობს IFS სერტიფიკატის მიღების პროცესი.
კომპანიის ყველაზე პროგრესული კვლევითი პროექტები ხორციელდება შემდეგ მიმართულებებში: კარდიოლოგია, დიაბეტოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, უროლოგია და ძილის დარღვევების კვლევა.
LEK-AM-ის გუნდში დაახლოებით 500 თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის წლიური წარმადობა შეადგენს 50 მილიონ ერთეულს. საწარმოო კომპლექსი მოიცავს 5 საწარმოო ზონას, სულ 9500 მ² ფართობით, მათ შორის ლაბორატორიებს, სასაწყობო და საოფისე სივრცეებს.
კომპანია ლეკამის საპატიო ჯილდოები:
· Wprost ინოვატორები – 2014 წ.
· Forbes ბრილიანტები – 2015 წ.
· Wprost არწივები – 2016 წ.
მსოფლიო ფარმაცევტული პროდუქტი წლის საუკეთესო ნომინაციაში 2018–2019 წლებში, „Golden Otis“ – 2006.
უმაღლესი ხარისხი ეკოლოგიის კატეგორიაში – 2017 წ.
VIP ჯანდაცვის სფეროში – 2018წ.
ხარისხის არწივი – ხარისხის ფონდის მიერ მინიჭებული ჯილდო – 2020 წ.
პოლონეთის ინოვაციების ჯილდო — 2015–2018 წ.
ინოვაციის სიმბოლო — 2015–2020 წ.
უმაღლესი ხარისხი – ხარისხის ფონდის მიერ მინიჭებული ჯილდო — 2022 წ
ეკონომიკისა და მომხმარებელთა პროგრამის საპატიო ჯილდო — 2022 წ.
ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უმაღლესი სტანდარტების ლიდერი – 2023 წ.